რულონური გაზონი
კარგ გაზონს შემდეგი თვისებები უნდა ჰქონდეს:
1. არ უნდა ერიოს სარეველა.
2. რულონის ფირფიტა ადვილად არ უნდა წყდებოდეს.
3. ბალახი ისე მჭიდროდ უნდა ეკვროდეს ერთმანეთს, რომ ქმნიდეს ხალიჩას.
4. ბალახის ქვეშ მიწა არ უნდა ჩანდეს.
5. ბალახის ფესვები თეთრად ან ოდნავ მოყავისფროდ უნდა გამოიყურებოდეს.
თუ თქვენი ბაღი შედგა, ეს ძირითადად კარგი გაზონის დამსახურებაა, რადგან გაზონის გარეშე წარმოუდგენელია კომპოზიციის შექმნა მხოლოდ დეკორატიული მცენარეებით, რაც უნდა კარგი და ხარისხიანი იყვნენ ისინი. გაზონი ერთგვარი შემკვრელი მასალაა, რაც აერთიანებს და ფონს უქმნის სხვადასხვა არქიტექტურულ ფორმებს, მცენარეებსა და სხვა საბაღე ელემენტებს. და ბოლოს ის არის მტვრისა და მავნე ნივთიერებების ძლიერი შთანმთქმელი და თავისი დიდი ზედაპირის გამო ჟანგბადის ყველაზე ძლიერი გენერატორი. ამას დამატებული საყოველთაოდ ცნობილი მწვანე ფერის დამამშვიდებელი გავლენა ადამიანზე, გვაძლევს საფუძველს გაზონი შევაფასოთ შეუცვლელ მასალად მებაღეობაში, როგორც ჯანმრთელობისთვის სარგო ასევე ესთეტურ ასპექტში.
რულონური გაზონი გვაძლევს საშუალებას ყველა ზემოთ ხსენებული სიკეთეები ექსპრეს მეთოდით განვახორციელოთ თქვენს ბაღში. დაგების დღიდან თქვენ შეგიძლიათ დატკბეთ თქვენი ეზოს სილამაზით, ხოლო ორი კვირის შემდეგ, როცა მოხდება ყველა ნაკერის შეხორცება და ფესვების ნიადაგთან შეჭიდება, თქვენ შეგეძლებათ უკვე გაიაროთ და მთლიან ექსპლუატაციაში შეუშვათ გაზონი ისე, თითქოს მას ერთი წლის წინ ჩაეყარა საფუძველი.
რულონური მზა გაზონის დაგება შეიძლება როგორც პაპანაქება ცხელ ზაფხულში, ასევე ზამთრის სუსხიან დღეებში. თუმცა საუკეთესო პერიოდი ამ საქმიანობისთვის გახლავთ გაზაფხული და შემოდგომა.